ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსების კონკურსის ლიდერია.
კონკურსში გამარჯვებული თსუ-ის 31 პროექტიდან 8 პროექტი აღნიშნული ფაკულტეტის მეცნიერებს ეკუთვნით.
ვულოცავთ ფაკულტეტის თანამშრომლებს ამ წარმატებას.